აქტუალური
როგორც აქციის ორგანიზატორები, რუსი რეპორტიორები – სერგეი პონომარიოვი, ვასილ მაქსიმოვი და კირილ ლებედევი– აცხადებენ, აქციის მიზანი ჯაშუშობაში ბრალდებული გია აბდალაძის, ირაკლი გედენიძისა და ზურაბ ქურციკიძის დაკავებასთან დაკავშირებით სამოქალაქო პოზიციის გამოხატვაა.
მათ დაკავებული ქართველი კოლეგების მხარდასაჭერად სოციალურ ქსელ „Facebook“-ზე სპეციალური გვერდიც შექმნეს. მათივე აზრით, „სრულიად შესაძლებელია, რომ ქართველი ფოტორეპორტიორები ვიღაცის ინტრიგების, ცილისწამებისა და ბანალური ადამიანური შურის მსხვერპლი გახდნენ“.
„ქართველი ჟურნალისტები კოლეგების მხარდასაჭერად გამოდიან და საქმისთვის გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნას მოითხოვენ. ჩვენ მათ პოზიციას სოლიდარობას ვუცხადებთ და რეპორტიორების დევნის შეწყვეტას მოვითხოვთ“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
საქინფორმი