უცხოეთი
ანატოლი ანტონოვი - ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში მოგზაურობა ფუჭი აღმოჩნდა, კიეველი მათხოვრით ყველა დაიღალა

 საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში მოგზაურობა ფუჭი აღმოჩნდა. არ გამოვიდა იმაში დარწმუნება, რომ უკრაინა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შეერთებული შტატების უსაფრთხოება, - ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

"ზელენსკის მოგზაურობა ფუჭი აღმოჩნდა. არ გამოვიდა იმაში დარწმუნება, რომ უკრაინა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შეერთებული შტატების უსაფრთხოება. ყველა დაიღალა კიეველი მათხოვრით", - განაცხადა ანტონოვმა.

მან შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა და კიევისთვის იარაღის მიწოდების გამო გააკრიტიკა.

"ზელენსკის არაფერი ეშველება, მაგრამ ამერიკელები რისკავენ, კიდევ უფრო მეტად ჩაეფლონ უკრაინის კონფლიქტის ჭაობში", - აღნიშნა რუსეთის ელჩმა.

interpressnews.ge