უცხოეთი
ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ ოფისში მოსასმენი მოწყობილობის დამონტაჟება მისი შეხვედრების წინ მოხდა და ამ ფაქტს აფასებს „როგორც ომს“

 საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი თავის ოფისში მოსასმენი მოწყობილობის აღმოჩენას ზეწოლად არ აფასებს და აცხადებს, რომ „ეს არის ომი“. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, აფასებს თუ არა მოსასმენი აპარატურის აღმოჩენას, როგორც ზეწოლას, ზალუჟნიმ უპასუხა: „არა. როგორც ომს. გამოძიება დაადგენს, რა შეიძლება იყოს ეს“.

ამასთან, ზალუჟნიმ თქვა, რომ აღნიშნულ კაბინეტში სახელმწიფო საიდუმლოებები არ განიხილებოდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ცნობით, იმ კაბინეტში, სადაც მოსასმენი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული, დიდი ხანია, არ ყოფილა და დღეს დილის შვიდ საათზე უნდა მისულიყო.

„ეს ოთახი ადრე გამოიყენებოდა, თუმცა იყო საკმაოდ დიდი პაუზა, ამიტომ მოწყობილობის დამონტაჟება მოხდა უკვე ჩემი შეხვედრის წინ. როგორც ჩანს, ემზადებოდნენ“, – აღნიშნა ზალუჟნიმ.

1tv.ge