უცხოეთი
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი რუსული ხომალდის განადგურებაზე - ეს აჩვენებს, რომ ცდებიან ისინი, ვინც თვლის, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი ჩიხშია

 საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, გრანტ შაპსის განცხადებით, ფეოდოსიის პორტში რუსული სადესანტო გემის განადგურება აჩვენებს, რომ მოსაზრება, თითქოს უკრაინაში მიმდინარე ომი ჩიხშია, არასწორია.

„პუტინის საზღვაო ფლოტის ეს უკანასკნელი განადგურება აჩვენებს, რომ ისინი, ვინც თვლიან, უკრაინაში მიმდინარე ომში ჩიხშია, ცდებიან! მათ ვერ შეამჩნიეს, რომ ბოლო 4 თვის განმავლობაში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 20% განადგურდა. შავ ზღვაში რუსეთის დომინირება ახლა გამოწვევის წინაშე დგას და გაერთიანებული სამეფოსა და ნორვეგიის ხელმძღვანელობით ახალი საზღვაო შესაძლებლობების კოალიცია ხელს უწყობს ზღვაზე უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფას“, - წერს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო გემი “ნოვოჩერკასკი” გაანადგურა.

interpressnews.ge