უცხოეთი
ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის უფროსი აცხადებს, რომ ისრაელი ღაზაში ოპერაციებს აფართოებს და ომი კიდევ მრავალი თვე გაგრძელდება

 საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. ისრაელი ღაზის სექტორში ოპერაციებს აფართოებს, ომი კიდევ მრავალი თვე გაგრძელდება. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ჰერზი ჰალევიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, ისრაელი მზად არის ღაზის სექტორის ჩრდილოეთით „ჰამასის“ ბატალიონების დაშლასთან.

“ცოტა ხნის წინ დავტოვე ღაზას სექტორი, სექტორის ჩრდილოეთში შევხვდი სამხედროებს. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა როგორც იბრძვიან სამხედროები, მუშაობენ და აღწევენ მიზნებს, რომლებიც ჩვენ დავუსახეთ. ისრაელის თავდაცვის ძალები ახლოს არის ღაზის სექტორის ჩრდილოეთში „ჰამასის“ ბატალიონების დაშლის დასასრულთან”, - განაცხადა ჰალევიმ.

მისი თქმით, ისრაელმა ბევრი ტერორისტისა და მათი ხელმძღვანელების ლიკვიდაცია მოახდინა, რამდენიმე ასეული ტყვედ აიყვანა, ასევე ბევრი მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა და იარაღი გაანადგურა.

“ამ ომს ბევრი საჭირო და საკმაოდ რთულად მისაღწევი მიზანი აქვს, ის საკმაოდ რთულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ ომი კიდევ მრავალ თვეს გაგრძელდება და ბევრ სხვადასხვა მეთოდს გამოვიყენებთ, რათა მიღწევები დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდეს…

ჯიუტი და უდრეკი ბრძოლის გარდა ტერორისტული ორგანიზაციის საფუძვლიანი განადგურებისთვის ჯადოსნური გადაწყვეტილებები და სწრაფი გამოსავალი არ არსებობს”, - განაცხადა ჰალევიმ.

მან აღნიშნა, რომ ისრაელი "ჰამასის" ხელმძღვანელობამდე მიაღწევს, “მიუხედავად იმისა ამას ერთი კვირა თუ თვეები დასჭირდება.”

interpressnews.ge