უცხოეთი
დიმიტრი პესკოვი - მოსკოვი მზადაა ბაქოსა და ერევანს სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მუშაობის დასრულებაში დაეხმაროს

 საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. მოსკოვი მზადაა ბაქოსა და ერევანს სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მუშაობის დასრულებაში დაეხმაროს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ბოლო დროს, სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მუშაობის დასრულების მზადყოფნა ორივე მხარემ არაერთხელ გამოთქვა. რუსეთი ამას მიესალმება და მზად არის მათ დაეხმაროს“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ შეთანხმების მიღწევა რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურ ატმოსფეროს უზრუნველყოფს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ორმა პარტნიორმა და მოკავშირემ, არა მხოლოდ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფარგლებში, არამედ ჩვენი მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში, შეთანხმებას რაც შეიძლება მალე მიაღწიონ“, - აღნიშნა პესკოვმა.

interpressnews.ge