პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ვინმემ გვითხრას, ომისა და სამხედრო კონფლიქტის გარდა, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ კიდევ როგორ შეიძლება გააქტიურება

  საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. ვინმემ გვითხრას, ომისა და სამხედრო კონფლიქტის გარდა, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ კიდევ როგორ შეიძლება გააქტიურება, თუ ვინმე გვეტყვის, ამის გარდა და კიდევ სამხედრო კონფლიქტის გარდა, რა შეიძლება გაკეთდეს, ჩვენ სიამოვნებით მოვისმენთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში დეოკუპაციის პროცესთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებთან გააქტიურება მაქსიმუმზეა.

განცხადებებით საგარეო საქმეთა სამინისტრო და პარლამენტის საგარეო პოლიტიკური ჯგუფი საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურ კავშირშია, რასაც შესაბამისი შედეგი მყისიერად მოაქვს ხოლმე. ვინმემ გვითხრას, ომისა და სამხედრო კონფლიქტის გარდა, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ კიდევ როგორ შეიძლება გააქტიურება. თუ ვინმე გვეტყვის, ამის გარდა და კიდევ სამხედრო კონფლიქტის გარდა რა შეიძლება გაკეთდეს, ჩვენ სიამოვნებით მოვისმენთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა.

საქართველოს საგარეო უწყებამ საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისკენ მიმართული მორიგი უკანონო ნაბიჯი.