პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი: 2024 წელს რუსეთი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის გაუმართლებელი თავდასხმებით იწყებს, საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ

 საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. ახლა, როცა სადღესასწაულო დღეები უნდა იდგას, საქართველო უკრაინის მიმართ სოლიდარულია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ზურაბიშვილი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება.

ახალ, 2024 წელს რუსეთი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მუდმივი, გაუმართლებელი თავდასხმებით იწყებს.

ჩვენი ფიქრები უკრაინასთან არის და ახლა, როცა სადღესასწაულო დღეები უნდა იდგას, საქართველო უკრაინის მიმართ სოლიდარულია“, – წერს ზურაბიშვილი.