უცხოეთი
„ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი - იმედი მაქვს, ბლინკენმა ისრაელის ბრმა მხარდაჭერით დაშვებული შეცდომებისგან ისწავლა

 საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. იმედი მაქვს, ბლინკენმა ისრაელის ბრმა მხარდაჭერით დაშვებული შეცდომებისგან ისწავლა, - ამის შესახებ „ჰამასის“ პოლიტიკურმა ლიდერმა, ისმაილ ჰანიამ განაცხადა.

„ვიმედოვნებთ, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში ბატონმა ბლინკენმა გაკვეთილები ისწავლა და იმ შეცდომების მნიშვნელობა გააცნობიერა, რომელიც აშშ-მა სიონისტური ოკუპაციის ბრმა მხარდაჭერითა და იმ ტყუილების დაჯერებით დაუშვა, რამაც ღაზაში ჩვენი ხალხის უპრეცედენტო ხოცვა-ჟლეტა და ომის დანაშაულები გამოიწვია“, - განაცხადა ჰანიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩავიდა. თურქეთის შემდეგ ბლინკენი იორდანიას, კატარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს, ისრაელს, დასავლეთ სანაპიროს, ეგვიპტესა და საბერძნეთს ეწვევა.

„ჰამასის" 2023 წლის 7 ოქტომბრის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, რეგიონში ეს ბლინკენის მეოთხე ვიზიტია.

interpressnews.ge