უცხოეთი
ჯოზეფ ბორელი - ღაზა პალესტინის სახელმწიფოს ნაწილი იქნება

 საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. ღაზა მომავალი პალესტინის სახელმწიფოს ნაწილი იქნება, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბეირუთში, ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, აბდალა ბუ ჰაბიბი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელს შეხვდა.

„ღაზა მომავალი პალესტინის სახელმწიფოს ნაწილი იქნება. ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტა რეალობად იქცეს“, - განაცხადა ბორელმა.

ამასთან, ბორელმა აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონულ კონფლიქტს გამარჯვებული არ ეყოლება.

„აუცილებელია ახლო აღმოსავლეთში რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილება. აბსოლუტურად მნიშვნელოვანია ლიბანის რეგიონალურ კონფლიქტში ჩათრევის თავიდან აცილება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

interpressnews.ge