უცხოეთი
ბენიამინ ნეთანიაჰუ და იოავ გალანტი აცხადებენ, რომ ომი მალე არ დასრულდება და თვეების განმავლობაში გაგრძელდება

 საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის საერთო განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ არც სამხრეთით და არც ჩრდილოეთით მიმდინარე ომი მალე არ დასრულდება და ის თვეების განმავლობაში გაგრძელდება.

„იმისთვის, რომ ომი კიდევ თვეების განმავლობაში გაგრძელდეს, ჩვენ საერთაშორისო მხარდაჭერა გვჭირდება და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ“, – წერია განცხადებაში.

როგორც ისრაელის მედია წერს, ნეთანიაჰუსა და გალანტის საერთო განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც გაჩნდა ეჭვი, რომ მათ შორის დაძაბულობა არსებობდა.

1tv.ge