უცხოეთი
ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთში ჩავიდა

 საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთში ჩავიდა, სადაც ის საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს, მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ბლინკენმა ახლო აღმოსავლეთში ვიზიტი არაბთა გაერთიანებული საამიროებით დაიწყო. ის ასევე გეგმავს ისრაელში ჩასვლას.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ახლო აღმოსავლეთში ვიზიტი იქ მიმდინარე დაძაბულობის დეესკალაციასა და უფრო ფართო რეგიონული კონფლიქტის თავიდან აცილებას ემსახურება.

1tv.ge