პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ოპოზიცია არის ანტიეროვნული და ანტიეკლესიური დაჯგუფება

 საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. ვფიქრობ, ოპოზიციამ უკვე მკაფიოდ დაიკავა არა მხოლოდ ანტიქართული, არამედ ანტიეკლესიური ნიშა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, ოპოზიცია პირდაპირ ებრძვის არა მხოლოდ ქართულ ეკლესიას, არამედ პატრიარქს და მის ეპისტოლეს, შესაბამისად, პაპუაშვილი თვლის, რომ არჩევნებზე ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს.

დღეს, რასაც ვუსმენდი ოპოზიციის კომენტარებს, მათ შორის მამუკა ხაზარაძისა და დავით კეზერაშვილის ტელევიზიის რეპორტაჟებს, ხალხი, რომელიც სხვა დროს სეკულარიზმზე საუბრობდა, დღეს პატრიარქის ეპისტოლეს არჩევდა. არჩევდნენ მღვდელმსახურებას შეჩერებული ადამიანების და პარტიული ექსპერტების კომენტარებით. აი, ეს არის ეკლესიასთან პირდაპირი ბრძოლა. პირდაპირ ჩანს, რომ ამ შემთხვევაში, „ლელო“ პოზიციონირდა მამუკა ხაზარაძის ხელმძღვანელობით, როგორც პარტია, რომელიც პირდაპირ ებრძვის ეკლესიას და არა მხოლოდ ეკლესიას. ამ შემთხვევაში, უკვე პირდაპირ ებრძვიან პატრიარქს, მის ეპისტოლეს, მღვდელმსახურება შეჩერებულ ადამიანებსა და პარტიულ ექსპერტებს არჩევინებენ.

ვფიქრობ, უკვე მკაფიო აქცენტები დაისვა ამ წლის პირველივე დღეებში, ოპოზიცია არის ანტიეროვნული და ანტიეკლესიური დაჯგუფება. შესაბამისად, წლის ბოლოს, როცა იქნება არჩევნები, საქართველოს მოსახლეობას არჩევანი ექნება - ერთი მხრივ, „ქართულ ოცნებას“, რომელიც გამოდის ეროვნული ინტერესებიდან, ეყრდნობა საქართველოს ისტორიას, მის სულიერების ისტორიას და მეორე მხრივ, ოპოზიციას შორის, რომელიც არის ანტიქართული, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი და რომელიც არის საქართველოს ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეხება კითხვას, რომელი პოლიტიკური პარტიების გაერთიანებაა მოსალოდნელი წინასაარჩევნოდ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ იმ წინაპირობებიდან გამომდინარე, რასაც ვხედავთ, ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს“.

საერთო ჯამში, ეს არის რაღაც პოზიციური გადაჯგუფებები სინამდვილეში, ეს არის ერთი ჯგუფი, ანტიქართული ფრონტი, რომელიც უკვე დიდი ხანია ნელ-ნელა იშლება. დღეს ამას დაემატა, მათ შორის ანტიეკლესიური ტონი. საბოლოოდ, ვინ რომელ ფლანგზე იქნება, მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის ერთი პოზიცია და ერთი ფილოსოფია, რომელიც ებრძვის ყველაფერს ქართულს: ქართულ სახელმწიფოს, ქართულ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ქართულ ეკლესიას, თარიღებს, ყველაფერს, რაც დაკავშირებულია ჩვენს ტრადიციასთან, ჩვენს სახელმწიფოებრიობასთან, ქართულ დემოკრატიასთან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, 2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება გარდაუვალია.

ეს უკვე ოპოზიციის არჩევანია, მათ უნდა დამარცხდნენ ერთიანად თუ ცალ-ცალკე. ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს მხოლოდ არითმეტიკაა ჩვენთვის. „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს!“, - განაცხადა პაპუაშვილმა.