უცხოეთი
შარლ მიშელი აცხადებს, რომ ევროკავშირს საკმარისი დრო და ვარიანტები აქვს მისი შემცვლელის ასარჩევად და ვიქტორ ორბანის თავიდან ასარიდებლად

 საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირს საკმარისი დრო და ვარიანტები აქვს მისი შემცვლელის ასარჩევად და „ვიქტორ ორბანის თავიდან ასარიდებლად“.

„პოლიტიკური ნება თუ არსებობს, მრავალი ინსტრუმენტია ვიქტორ ორბანის თავიდან ასარიდებლად. მინდა, მკაფიო იყოს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი შემცვლელის შესახებ გადაწყვეტილება ივნისში უნდა მიღებულიყო, პარლამენტის გადაწყვეტილება კი ივლისში იქნება. ამიტომ საბჭოსთვის მარტივია გადაწყვეტილების მიღება, პროგნოზირება, რომ ჩემი შემცვლელი დაიკავებს თანამდებობას“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

შარლ მიშელმა ივნისში დაგეგმილ ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილი შაბათს გამოთქვა, რის გამოც მას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტის დატოვება, ნოემბრის ნაცვლად, ნაადრევად მოუწევს. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობა კი, მიმდინარე წლის ივლისიდან დეკემბრამდე პერიოდში, როტაციული სისტემის გამო, უნგრეთზე გადადის. იმ შემთხვევაში, თუ საბჭო შარლ მიშელის შემცვლელს ვერ აირჩევს, სხდომებს უხელმძღვანელებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც მკაცრად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ინიციატივებს უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

1tv.ge