რედაქტორისგან
პროვოკაცია საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ - უდალცოვი პრიგოჟინის მცდარ გზას დაადგა - არნო ხიდირბეგიშვილი

   2003 წლის 23 ნოემბერს, როდესაც საქართველოში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება სახელწოდებით ვარდების რევოლუცია“, ხოლო მოსკოვში სააკაშვილს პატივისცემით უწოდებდნენ მიხილ ნიკოლაევიჩს, გავაკეთე განცხადება, რომლის გამოც 10 წლით კანონგარეშედ გამოვცხადდი ახალი ხელისუფლების - ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების “მოსვლამდე: ჩემთვის ხელმისაწვდომ მედიაში განვაცხადე, რომ საქართველოში ხელისუფლებაში მოსული ერთიანი ნაციონალური მოძრაობისლიდერები პროდასავლელი დემოკრატები კი არა, ჩვეულებრივი ტერორისტები არიან, რომლებიც რევოლუციონერი-ბოლშევიკების ცნობილ მეთოდებს იყენებენ.

   ეს დაადასტურა 2012 წელს მოსკოვის ბოლოტნაიას მოედანმა“, როდესაც ქსელში გამოჩნდა ვასილიჩის“ („ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი სახის, პარლამენტის უსაფრთხოების და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძის) შეხვედრების ამსახველი ვიდეო და აუდიო მასალები რუსეთის ოპოზიციის ლიდერებთან - უდალცოვთან, ლებედევსა და რაზვოჟაევთან. მასობრივი არეულობის ორგანიზების მეთოდები, თანმხლები ძალადობით, დარბევით, ცეცხლმოკიდებით მოსკოვსა და მთელ რუსეთში ხელისუფლების დამხობის მიზნით, ათიათასობით დოლარი შეკვეთილი მკვლელობებისა და რევოლუციისთვის - ქართველი ობივატელი გაოგნდა, რომ საქართველოში ცნობილი მოძალადე და პედოფილი, მორგის ყოფილი მედძმა რუსეთში პოპულარული პოლიტტექნოლოგი აღმოჩნდა! ერთი წლის შემდეგ კი, 2013 წელს, სააკაშვილმა და მისმა გუნდმა, რომლებმაც მანამდე უკრაინაში "ნარინჯისფერი რევოლუციის" ორგანიზება მოახდინეს, კიევის ევრომაიდანზე“დახვრეტა მოაწყვეს ქართველი დაქირავებულების ძალებით, რომლებმაც მოგვიანებით "ქართული ლეგიონი" ჩამოაყალიბეს.

   მაშინ განვაცხადე - ტერორისტებო, ყველა ქვეყნისა, გაერთიანდით!“, და ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ქართველი ტერორისტი-რევოლუციონერები შეეკვრნენ თავიანთ რუს მემარცხენე თანამებრძოლებს.

   დღეს საქართველოში ტერორისტი-რევოლუციონერები უწინდებურად ხელისუფლებაში არიან - დამეთანხმებით, ძნელია ოპოზიცია უწოდო მათ, ვინც პარლამენტის მესამედს აკონტროლებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ბევრ ჩასაფრებულ „ნაციონალზე“ სამთავრობო, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებში, მთავრობასა და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებში.

   რუსი და ქართველი რადიკალები რომ სინქრონულად მოქმედებენ, 2024 წლის 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დადასტურდა. ადგილი ჰქონდა ბოლო ხნის ყველაზე დიდ მრავალმიზნიან პროვოკაციას, რომლის ამოცანებიც იყო:

- საქართველოში რუსოფობიის აზვირთება და რუსეთთან არსებული კონტაქტების გაწყვეტა - ვაჭრობის, სატრანსპორტო მიმოსვლის, ტურიზმისა და უვიზო რეჟიმის (ჩაიშალა);

- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელის შებღალვა და მისი წინამძღოლის დადანაშაულება მოსკოვის ინტერესების ფარულად გატარებასა და სტალინის ფიგურისადმი სიმპათიებში (ნაწილობრივ მოხერხდა);

- მკრეხელობა ვანდალიზმის გზით - წმიდა მატრონა მოსკოველიხატის შებილწვა, რომლის ერთ-ერთ ნიშზე ნეტარ მატრონასთან სტალინის ვიზიტის ეპიზოდიф გამოსახული, შემდეგ კი ამ გამოსახულების ხატიდან მოშორება და მისი მეორეთი ჩანაცვლება (მოხერხდა);

- საქართველოს მრავალეროვან და მრავალკონფესიურ მოსახლეობაში რელიგიათაშორისდა სამოქალაქო შეურიგებლობის გაღვივება, მასობრივი არეულობებისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ორგანიზება (ნაწილობრივ მოხერხდა);

- მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მოქმედი ხელისუფლებისა და მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მხილება ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის ღალატში და კრემლთან ფარულად თანამშრომლობაში (ჩაიშალა);

- ცნობილი რუსი პოლიტიკური მოღვაწეების დისკრედიტაცია და მათ მიმართ ქართველების სიძულვილის გაღვივება, ცილის დაწამებით, რომ მათ აქვთ შეუზღუდავი ძალაუფლება საქართველოს ხელისუფლებასა და საქართველოს საპატრიარქოზე.

ხოლო მოხდა შემდეგი: 2024 წლის 7 იანვარს, ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულზე ქართულმა რადიკალურმა ოპოზიციამ „ზარები დაარისხა“ - აქაოდა, საქართველოს მთავარ საკათედრო წმინდა სამების ტაძარში „რომელიღაც რუსი და თანაც, მოსკოველი წმინდანის“ ხატზე გამოსახულია სტალინი - „საქართველოს დამოუკიდებლობის ნგრევის ინიციატორი, ათასობით მღვდელმსახურის მკვლელი და საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის შემქმნელი“!

იმავე დღეს, 2024 წლის 7 იანვარს, ზემოხსენებულმა სერგეი უდალცოვმა თავის ტელეგრამ- არხზე დაწერა: ბიძაჩემის, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ფონდის აღმასრულებელდირექტორს, საგანგებო და სრულუფლებიანელჩის, ალექსანდრე უდალცოვის წყალობით, თბილისის მთავარ, სამების ტაძარში გამოჩნდა ხატი იოსებ ბესარიონის ძე სტალინთან ერთად. ვაშა!" (იხილეთ სქრინშოთი).

   რაც სრული აბსურდია იმიტომ, ომ ეს ხატი სამების საკათედრო ტაძარს გადასცეს პარტია „პატრიოტთა ალიანსისლიდერებმა, ირმა ინაშვილმა და თარხან-მოურავმა, რომლებიც არ იცნობენ არც უდალცოვდა არც ბიძამისს (თუკი ალექსანდრე უდალცოვი მართლაც სერგეი უდალცოვიბიძაა); ვინაიდან შთამბეჭდავი ზომის (ორ-ნახევარი მეტრის სიმაღლის) ხატი საქართველოში დახატა ქართველმა ხატმწერმა ქართული ხატწერის სტილში, რომლის ჩუქურთმიანი ხის დახურული სახატე დაფარულია ტრადიციული ქართული ორნამენტებით, შესაბამისად, ხატი არ იყო დაკვეთილი - შესრულებული - მოსკოვიდან ჩამოტანილი.

   თუმცა, ტყუილი და სიწმინდეებით მანიპულირება (ნებისმიერი ხატი, მას შემდეგ, რაც მას უკანასკნელად შეეხება ოსტატის ხელი, ხელშეუხებელი სიწმინდეა!), მით უმეტეს, საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, სახიფათო საქმეა: ზუსტად ხუთი დღის შემდეგ, 2024 წლის 12 იანვარს, მოსკოვის სასამართლომ სერგეი უდალცოვი ტერორიზმის გამართლების ბრალდებით დააკავა და გისოსებს მიღმა მინიმუმ 15 თებერვლამდე მოათავსა! არადა, 20 წლის წინ, 2003 წელს, ამ სტრიქონების ავტორაფრთხილებდა, რომ ქართველი რევოლუციონერები და მათი რუსი ამხანაგები ტერორისტბოლშევიკებარიან (იხ. დასაწყისში).

   ცნობისთვის: ბოლოტნაიას” გამო სასჯელმოხდილი უდალცოვის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძვლად იქცა მისი შეტყობინებები სოცქსელებში უფის მარქსისტული წრის წევრების შესახებ, რომლებიც მის დაკავებამდე დააპატიმრეს. ნეტავ, მისი, უდალცოვის, ხელშეწყობით ხომ არა?! თავად ხომ არ არის ჩანერგილი ინფორმატორი?! თავად უდალცოვმა არ ცნო ბრალეულობა ტერორიზმის გამართლებაში და განაცხადა, რომ ისინი კვირაში ერთხელ იკრიბებოდნენ და განიხილავდნენ მეცნიერული კომუნიზმის კლასიკოსებს, თუმცა მოგვიანებით წრეს შეუერთდა დონბასში საბრძოლო მოქმედებების სამი ყოფილი მონაწილე, რომელთაგან ერთ-ერთმა, თითქოსდა, ჩვენება მისცა ФСБ-იმის შესახებ, რომ მარქსისტები ელიან არასტაბილურ ვითარებას ხელისუფლების ხელში ჩაგდების, პოლიციელებისდა პოლიტიკოსების დახოცვის მიზნით“... ბუნდოვანი ისტორიაა, არა?!

   დასასრულ, აღვნიშნავ, რომ რუსეთის შიდაპოლიტიკური მოვლენები არ წარმოადგენს ჩვენი ანალიზის საგანს და რომ არა უხეში პროვოკაცია ქართულ რადიკალ ოპოზიციასთან დუეტში, უდალცოვის თავგადასავლები რიგით სიახლეებად გავიდოდა საქინფორმის რუბრიკაში „უცხოეთი“. მაგრამ რაკიღა ეს ინფორმაცია განვიხილეთ, არ შემიძლია არ გაგიზიაროთ ჩემი პროგნოზი, რომ სერგეი უდალცოვი დაადგა ევგენი პრიგოჟინის მცდარ გზას და სავალალოდ დასრულებს! თავად განსაჯეთ: ერთი მხრივ, „მარცხენა ფრონტის“ მოძრაობის დამფუძნებელი სერგეი უდალცოვი მხარს უჭერს უკრაინაში სპეცოპერაციას, ყირიმისა და დონბასის რესპუბლიკების დაბრუნებას რფ-ის შემადგენლობაში, ხოლო ალექსეი ნავალნისდა ილია იაშინს, რომლებთან ერთადაც მუშაობდა ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოში, „ნაციონალ-მოღალატეებსს“ უწოდებს; თუმცა, ამავდროულად, უდალცოვი მხარს უჭერს პრეზიდენტი პუტინის ოპონენტებს, მკვეთრად აკრიტიკებს უმაღლეს მთავარსარდალს და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს, მოუწოდებს მათ სასწრაფო გადადგომისკენ. განა იგივე წინააღმდეგობრივად პოზიცია არ დაიკავა საბოლოოდ აწ გარდაცვლილმა პრიგოჟინმა, რომელიც რუსეთისთვის უმძიმეს მომენტში ღალატის გზას დაადგა და ამით ხაზი გადაუსვა მთელ თავის უწინდელ დამსახურებებს სამშობლოს წინაშე?!

მაგრამ უდალცოვს, პრიგოჟინისგან განსხვავებით, არავითარი დამსახურება არ აქვს რუსეთის წინაშე - უბრალოდ ბრიყვული მეამბოხეობა და ყოყლოჩინობა, არეულ-დარეულობა და საბოტაჟი, რაც აჩენს ეჭვს, რომ ის ან რუსული სპეცსამსახურების დამსმენია, ან უცხოეთის აგენტი, რასაც მოწმობს წმინდა მატრონა მოსკოველის ქართულ ხატთან დაკავშირებული პროვოკაცია.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქართველოს საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო "საქინფორმი"-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი,
სახელმწიფო უსაფრთხოების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის სააგენტოს დირექტორი.