პუბლიკაციები
საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოს აფრთხილებს, იემენის წინააღმდეგ თავდასხმები შეწყვიტონ.
„ვაფრთხილებთ ამერიკას და ბრიტანეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ომი იემენის წინააღმდეგ“, - განაცხადა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა.
მისი თქმით, „ჰუსიტების“ მაღალჩინოსნებმა ირანს განუცხადეს, რომ გააგრძელებენ წითელ ზღვაში თავდასხმებს მანამ, სანამ გაგრძელდება გენოციდი ღაზის წინააღმდეგ ომში.
შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ადენის ყურეში, ამერიკულ გემზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰუსიტებმა“ აიღეს.
interpressnews.ge