უცხოეთი
დონალდ ტუსკი - თავისუფალ სამყაროში ვინც თავს ნეიტრალურად წარმოაჩენს, ინარჩუნებს ერთნაირ დისტანციას უკრაინისა და რუსეთის მიმართ, იმსახურებს ყველაზე ბნელ ადგილს პოლიტიკურ ჯოჯოხეთში

 საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. თავისუფალ სამყაროში ვინც თავს ნეიტრალურად წარმოაჩენს, ინარჩუნებს ერთნაირ დისტანციას უკრაინასა და რუსეთთან მიმართებაში, იმსახურებს ყველაზე ბნელ ადგილს პოლიტიკურ ჯოჯოხეთში, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ტუსკმა აღნიშნა, რომ მთელი უკრაინა თავისუფალი სამყაროს უსაფრთხოებისთვის იბრძვის.

„ეს არ არის სლოგანი. ცარიელი სიტყვები არ არის, რომ აქ წყდება თავისუფალი სამყაროს ბედი“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

დონალდ ტუსკის თქმით, პოლონეთი და უკრაინა საბრძოლო მასალისა და იარაღის წარმოებაში ერთობლივი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ. ასევე, ცნობილი გახდა, რომ პოლონეთი უკრაინას თავდაცვის ახალ პაკეტს გადასცემს.

1tv.ge