აქტუალური
თურქეთმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

 საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა, – ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას პარლამენტის 346 წევრიდან 287 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 55, ხოლო ოთხმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

ამის შემდეგ უნგრეთი იქნება ერთადერთი წევრი ქვეყანა, რომელსაც ჯერ არ მოუხდენია შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება.

შვედეთმა და ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების შესახებ 2022 წლის მაისში განაცხადეს. ფინეთი ნატო-ს 2023 წლის აპრილში შეუერთდა, მაგრამ შვედეთის გაწევრიანებას თურქეთი და უნგრეთი ეწინააღმდეგებოდნენ.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ოქმს ხელი გასული წლის ოქტომბერში მოაწერა და დოკუმენტი პარლამენტს რატიფიკაციისთვის წარუდგინა.