რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: რუსეთთან უვიზო რეჟიმის და პირდაპირი ავიამიმოსვლის ანულირების ამოცანა დგას

   „ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საქართველოზე კონტრაბანდულად გამავალი ასაფეთქებელი ნივთიერების ტვირთი ქართულმა სუს-მა გააუვნებლა, მაგრამ არავინ იცის, რამდენჯერ განახორციელეს ტერორისტებმა წარმატებული ტრანზიტი და კიდევ რამდენ ასეთ მცდელობა ქნება ადგილი, - ასეთი კომენტარი გააკეთა რუსულ «Первый канал»-ს და რუსეთის სხვა სახელმწიფო ტელეკომპანიებს საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა, ეროვნული უსაფრთხოების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა სუს-ის წარმატებულ ოპერაციაზე.

   ცნობისთვის: საქართველოს სუს-მა დააკავა ასაფეთქებელი ნივთიერების ტვირთი, რომელიც ოდესიდან ვორონეჟში გაგზავნა. 14 კგ წონის პლასტიკატის ასაფეთქებელი ნივთიერება რუსეთში ტერაქტისათვის იყო განკუთვნილი. სახიფათო ტვირთი ავტომანქანის აკუმულატორების სახით რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით მოძრაობდა. ასაფეთქებელი ნივთიერების გადაზიდვის ორგანიზატორი იყო ქართველი, წარმოშობი აჭარიდან, უკრაინის მოქალაქე ალექსანდრე შარაშიძე. 2020 წელს ის იყო უმაღლესი რადას დეპუტატობის კანდიდატი ხალხის მსახურის პარტიიდან ოდესის ოლქში. საქმეში საქართველოს შვიდი, უკრაინის სამი და სომხეთის ორი მოქალაქე ფიგურირებს.

   „ფრონტზე კონტრშეტევის წარუმატებლობის გამო, კიევის ხელისუფლება, უმაღლესი მთავარსარდლის, ზალუჟნის შეცვლასთან, გაწვევის ასაკის გაზრდასთან და სხვა ღონიძიებებთან ერთად, გადადის პარტიზანული ომის მეთოდებზე, რაც ბევრად უკეთ გამოსდი.

უკრაინის ხელისუფლებისა და საქართველოს დასავლელი კურატორების უზარმაზარი ძალისხმევის მიუხედავად, საქართველო ვერასგზით აიძულეს გაეხსნა მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ - შეეტია რუსული სამხედრო ბაზებისთვის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რითაც თავისკენ მიიზიდავდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გარკვეულ ყურადღებას. ახლა კი საქართველოს ტერიტორიას გამოიყენებენ ასაფეთქებელი ნივთიერებების კონტრაბანდისთვის ტერაქტების მოწყობის მიზნით, როგორც რუსეთში, სადაც ისევ „ქართული კვალი“ აღმოჩნდება (როგორც ყირიმის ხიდზე აფეთქების დროს), ასევე საქართველოში, რაშიც, როგორც ყოველთვის, „რუსულ ოკუპანტებს“ დაადანაშაულებენ და ბოლო დროის ყველა მიღწევას - რუსეთთან უვიზო რეჟიმის, პირდაპირი ავიამიმოსვლასა და ეკონომიკური განვითარების ზრდას - დეზავუირებენ: აქაოდა, როცა ტერორიზმის თარეშია, რა დროს თავისუფალი მიმოსვლა და ვაჭრობაა?!

   საქართველო ხომ ისედაც იყო უკრაინისთვის ქართველი „რევოლუციონერების“ - სახელმწიფო გადატრიალების სპეციალისტების მიმწოდებელი, რომლებიც იკავებდნენ მაღალ თანამდებობებს, ძირითადად, ძალოვან სტრუქტურებში, სააკაშვილის რეჟიმის დროს, ასევე ერაყის, ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მისიებში მონაწილე ქართველი დაქირავებულებისა, რომელთა დიდი ნაწილი მამულაშვილის „ქართული ლეგიონის“ შემადგენლობაში იბრძვის. ეხლა კი უნდათ ის ტრანზიტულ ტეროტორიად აქციონ ტერაქტების მოწყობის მიზნით. აღსანიშნავია, რომ ქართული რადიკალური ოპოზიცია, ანუ სააკაშვილის სექტა, ყოველთვის მზად იყო რუსეთის წინააღმდეგ ნებისმიერ უკანონო ქმედების დასახმარებლად, რასაც არც მალავდნენ და არც მალავენ. ამასთან, ტერაქტები საუკეთესო ფონია ოპოზიციისთვის არჩევნების წინ.