აქტუალური
ირაკლი კობახიძე: 8-9 თებერვალს დაზუსტებით გაგაცნობთ ინფორმაციას, რა საკადრო ცვლილებები განხორციელდება მთავრობის ადმინისტრაციაში

 საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 8-9 თებერვალს გახდება ცნობილი, რა საკადრო ცვლილებები განხორციელდება მთავრობის ადმინისტრაციაში.

8-ში, 9-ში დაზუსტებით გაგაცნობთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რა საკადრო ცვლილებები განხორციელდება უშუალოდ მთავრობის ადმინისტრაციაში“, – აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას არ გამორიცხა, რომ ცვლილება შეეხოს მთავრობის სტრატკომსაც.

შეიძლება, შეეხოს, მაგრამ 8-ში, 9-ში, ამ რამდენიმე დღეში გაგაცნობთ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.