უცხოეთი
კიევში საჰაერო განგაშის გამო ჯოზეფ ბორელმა დილა თავშესაფარში გაატარა

 საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. კიევში საჰაერო განგაშის გამო ჯოზეფ ბორელმა დილა თავშესაფარში გაატარა. „დილას თავშესაფარში ვიწყებ, როცა კიევში საჰაერო განგაშის სიგნალები ისმის. ეს მამაცი უკრაინელი ხალხის ყოველდღიური რეალობაა, მას შემდეგ რაც რუსეთმა თავისი უკანონო აგრესია დაიწყო“, - წერს ჯოზეფ ბორელი X-ზე.

დღეს დილით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს, რის შემდეგაც უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი კიევში გუშინ ჩავიდა.

interpressnews.ge