უცხოეთი
დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ამერიკელმა ჟურნალისტმა, ტაკერ კარლსონმა ვლადიმერ პუტინთან ინტერვიუ უკვე ჩაწერა

 საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ამერიკელმა ჟურნალისტმა, ტაკერ კარლსონმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ინტერვიუ უკვე ჩაწერა.

ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერის თქმით, თავად ტაკერ კარლსონი გადაწყვეტს, როდის იქნება ინტერვიუ მზად გამოქვეყნებისთვის.

პესკოვის განცხადებით, ამერიკელი ჟურნალისტი პირადად შეხვდა პუტინს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკელი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი, სავარაუდოდ, 8 თებერვალს გამოაქვეყნებს ვლადიმერ პუტინთან ინტერვიუს.

მანამდე „ფოქს ნიუსის“ ყოფილმა წამყვანმა, ტაკერ კარლსონმა „ფეისბუქის“ საშუალებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ იმყოფება მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ინტერვიუს ჩასაწერად.

1tv.ge