აქტუალური
პეტერ ფიშერი: არსებობს შესაძლებლობა, რომ დეკემბრის ბოლოს ევროპამ მიიღოს გადაწყვეტილება მოლაპარაკებების დაწყების შესახებ

 საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. არსებობს შესაძლებლობა, რომ დეკემბრის ბოლოს ევროპამ მიიღოს გადაწყვეტილება მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, თუმცა მანამდე უნდა იყოს პროგრესი ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.

ელჩის თქმით, წელს ვადები უფრო შემჭიდროებულია, რადგან ზაფხულში ევროპარლამენტში არჩევნები იქნება.

წელს ვადები უფრო შემჭიდროებულია, რადგან ზაფხულში ჩვენ გვექნება არჩევნები ევროპარლამენტში, საქართველოშიც იქნება არჩევნები. მნიშვნელოვანია სწრაფად წინსვლა ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ, რომ კარგი პარტნიორობა გვექნება საქართველოს მთავრობასთან სწრაფი წინსვლისთვის, რადგან ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს“, – განაცხადა ფიშერმა.

ამასთან, კითხვაზე, შეძლებენ თუ არა ოპოზიცია და მთავრობა ერთობლივად მუშაობას, საქართველოში გერმანიის ელჩი პასუხობს: ვიმედოვნებთ, რომ შეძლებენ, ეს მათზეა დამოკიდებული. ჩვენ არ წარმოვადგენთ მხარეს პარლამენტში“.