უცხოეთი
ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს პრემიერობას ულოცავს - ვარ იმედით სავსე, რომ სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება ჩვენი ხალხების საერთო ღირებულებებს, კვლავ გაფართოვდება

 საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრობას ულოცავს.

როგორც ფაშინიანი წერს, იმედოვნებს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა კვლავ გაფართოვდება.

„გულითადად გილოცავთ დანიშვნას. ვარ იმედით სავსე, რომ სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება ჩვენი ხალხების საერთო ღირებულებებს, მტკიცე მეგობრობასა და დემოკრატიულ იდეებს, გააგრძელებს გაფართოებას“, – წერს ფაშინიანი სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე.

1tv.ge