უცხოეთი
ირაკლი კობახიძესა და ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

 საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძესა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

1tv.ge