აქტუალური
ჯიმ ო’ბრაიენი ირაკლი კობახიძეს პრემიერობას ულოცავს: ველოდებით თანამშრომლობის გაგრძელებას საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან

 საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას ულოცავს.

როგორც ჯიმ ო’ბრაიენი აღნიშნავს, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაგრძელებას ელოდება.

ვულოცავთ ახალ დანიშნულ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს. მოუთმენლად ველოდებით თანამშრომლობის გაგრძელებას საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან, რომლებიც დემოკრატიული, აყვავებული და ევროატლანტიკური მომავლისკენ ისწრაფვიან“, – წერს სოციალურ ქსელში.