უცხოეთი
კარიმ ხანი - ისრაელის ჯარების მიერ რაფაჰის დაბომბვითა და პოტენციური სახმელეთო შეჭრით ღრმად შეშფოთებული ვარ

 საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. ისრაელის ჯარების მიერ რაფაჰის დაბომბვით ღრმად შეშფოთებული ვარ, - ამის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა განაცხადა.

„ისრაელის ჯარების მიერ რაფაჰის დაბომბვითა და პოტენციური სახმელეთო შეჭრით ღრმად შეშფოთებული ვარ“, - წერს კარიმ ხანი X-ზე.

ხანმა ღაზაში დაკავებული ყველა მძევლის გათავისუფლება მოითხოვა და აღნიშნა, რომ ეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიების მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ღაზაში სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებს იძიებს და ყველა ვინც კანონს დაარღვევს, პასუხს აგებს“, - აღნიშნა კარიმ ხანმა.

ცნობისთვის, ისრაელი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი არ არის და მის იურისდიქციას არ ცნობს.

interpressnews.ge