უცხოეთი
აზერბაიჯანის საგარეო უწყება - აზერბაიჯანის მხარემ აღმოფხვრა საფრთხე, რომელიც მომდინარეობდა სომხეთის პოსტიდან სამხედრო პროვოკაციის შემდეგ, ეს ღონისძიება იყო მხოლოდ საპასუხო მოქმედება

 საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. აზერბაიჯანი სომხეთს მოუწოდებს, თავი შეიკავოს სამხედრო ესკალაციისგან. აზერბაიჯანი აცხადებს, რომ სომხეთის სამხედრო ესკალაცია სამშვიდობო პროცესს ძირს გამოუთხრის.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, „სრულიად უსაფუძვლოა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეტენზია, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სომხური მხარის პროვოკაციის წინააღმდეგ გატარებული ზომები არის ესკალაციის საბაბი“.

„აზერბაიჯანის მხარემ აღმოფხვრა საფრთხე, რომელიც მომდინარეობდა სომხეთის სამხედრო პოსტიდან სამხედრო პროვოკაციის შემდეგ, რის შედეგად აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. ეს ღონისძიება იყო მხოლოდ საპასუხო მოქმედება“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია: „აზერბაიჯანი ეძებს საბაბს საზღვარზე სიტუაციის ესკალაციისთვის, მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ დესტაბილიზაციისკენ მიმართული ნაბიჯებისგან და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს“.

1tv.ge