აქტუალური
საქსტატი: წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14.9 პროცენტით შემცირდა

 საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი.  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 339.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.9 პროცენტით ნაკლებია.

აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 338.2 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც 26.3 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე, ხოლო იმპორტი 1 001.6 მლნ. აშშ დოლარი, ანუ წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით შემცირდა 10.2 პროცენტით.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარში 663.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.5 პროცენტია.