უცხოეთი
კრემლი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვლადიმირ პუტინმა აშშ-ს უკრაინაში დაკავებული ტერიტორიების ფარგლებში ომის გაყინვა შესთავაზა

 საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. კრემლი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვლადიმირ პუტინმა აშშ-ს უკრაინაში დაკავებული ტერიტორიების ფარგლებში ომის გაყინვა შესთავაზა.

როგორც პრესბრიფინგზე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პეკსკოვმა განაცხადა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

მანამდე, სააგენტო „როიტერმა“ რუს მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა უარყო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეთავაზება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და ომის გაყინვის შესახებ. მედიასაშუალების ცნობით, ეს საკითხი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის შუამავლების საშუალებით განიხილებოდა.

1tv.ge