უცხოეთი
საბერძნეთი გახდა პირველი მართლმადიდებლური ქვეყანა, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონი დაამტკიცა

 საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. საბერძნეთის პარლამენტმა ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონი დაამტკიცა და გახდა პირველი მართლმადიდებლური ქვეყანა, რომელმაც აღნიშნული კანონი მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.

პარლამენტში კენჭისყრაზე კანონს მხარი სულ 176-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 76 წინააღმდეგი იყო.

როგორც გამოცემა იუწყება, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს, კირიაკოს მიცოტაკისი მისავე პარტიაშიც შეხვდა წინააღმდეგობებს, თუმცა, მისი განცხადებით, ეს დაასრულებდა დემოკრატიის უთანასწორობას.

კანონის წინააღმდეგ ასევე გამოვიდა საბერძნეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტონის სამარასი. მისი თქმით, ერთაირსქესიანთა ქორწინება არ არის ადამიანის უფლებები და ეს კანონი არ უნდა მიეღოთ.

1tv.ge