სამართალი
რობინ დანიგანი: მჭიდროდ ვმუშაობთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, ცესკო-სთან, პარტიებთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ, მათი ხმა დაითვლება სამართლიანად

 საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. მჭიდროდ ვმუშაობთ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან, ოპოზიციურ პარტიებთან და სამთავრობო პარტიასთან, განსაკუთრებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ქართველებმა იცოდნენ, მათი ხმა დაითვლება სამართლიანად, მათი ხმა არის კონფიდენციალური და პროცესი ტარდება თავისუფლად და სამართლიანად, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა.

მისი თქმით, მტკიცე, სამართლიანი არჩევნები ძლიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია.

„არჩევნების წელია ამერიკაში, არჩევნების წელია აქ, საქართველოშიც. მტკიცე, სამართლიანი არჩევნები არის ქვაკუთხედი ძლიერი დემოკრატიისა. ასე რომ, შეერთებული შტატები ორიენტირებულია, რომ გასწიოს დახმარება თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნების უზრუნველყოფისთვის. ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან, ოპოზიციურ პარტიებთან და სამთავრობო პარტიასთან, განსაკუთრებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ქართველებმა იცოდნენ, მათი ხმა დაითვლება სამართლიანად, მათი ხმა არის კონფიდენციალური და პროცესი ტარდება თავისუფლად და სამართლიანად. ასე რომ, მოუთმენლად ველოდები, რომ ქართველებმა გამოიყენონ თავიანთი დემოკრატიული უფლება, მისცენ ხმა და ამერიკელებმაც იგივე გააკეთონ შეერთებულ შტატებში“, – განაცხადა დანიგანმა.