უცხოეთი
რომის პაპი - გენდერული იდეოლოგია ჩვენი დროის მახინჯი იდეოლოგიაა, რომელიც აუქმებს სქესთა შორის განსხვავებებს, განსხვავებების გაუქმება ნიშნავს კაცობრიობის გაუქმებას

 საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. რომის პაპმა, ფრანცისკემ გენდერული თეორიის საფრთხებზე ისაუბრა და მას მახინჯი იდეოლოგია უწოდა. კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელის თქმით, გენდერის იდეოლოგია კაცობრიობას საფრთხეს უქმნის.

ვატიკანში გამართული კონფერენციის მონაწილეებთან შეხვედრისას, რომელიც ქრისტიანული სწავლებების მიხედვით მამაკაცებისა და ქალების როლის განვითარებას ეხებოდა, რომის პაპმა აღნიშნა, რომ გენდერული იდეოლოგია სახიფათოა, რადგან ის ცდილობს სქესთა შორის სხვაობის წაშლას.

„ვთხოვე, რომ ჩატარდეს კვლევები ჩვენი დროის ამ მახინჯ იდეოლოგიაზე, რომელიც აუქმებს განსხვავებებს და ყველაფერს ერთნაირად აქცევს. განსხვავებების გაუქმება ნიშნავს კაცობრიობის გაუქმებას“, – განაცხადა რომის პაპმა.

1tv.ge