საზოგადოება
ნიკა გვარამია: დიდი ხანია, ნიკა მელიასა და მის გუნდთან მოლაპარაკებები მაქვს, სამომავლო გეგმებს მათთან ერთად ვსახავ

 საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ნიკა მელიასა და მის გუნდთან მოლაპარაკებები, დიდი ხანია, აქვს.

კითხვაზე, თუ ადასტურებს ნიკა მელიასთან მოლაპარაკებებს და თუ ვიხილავთ მას პოლიტიკურ გაერთიანებაში, გვარამიამ აღნიშნა, რომ სამომავლო გეგმებს მათთან ერთად სახავს და ნიკა მელიასთან მოლაპარაკებები არც დაუმალავს.

უკვე დიდი ხანია, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ვიმედოვნებ, ძალიან მალე დასრულდება. ჩემი განწყობა ყველანაირი მოლაპარაკების და გაერთიანების მიმართ არის პოზიტიური. ნომერზე ვერ გავაკეთებ ჯერ კომენტარს, ეს არ არის ჩემი საქმე. სამომავლო გეგმებს დიდი ხნით მათთან ერთად ვსახავ. მოლაპარაკებები არც დამიმალავს და არც ვმალავ. ჩემი აზრით, ეს სავსებით ნორმალურია“, – აღნიშნა გვარამიამ.

ნიკა მელიამ პარტიის შექმნამდე დააანონსა საარჩევნო ნომერი, რომელიც ნიკა მაჭუტაძის პარტიას ეკუთვნის.