უცხოეთი
მედია ოდესაში საბერძნეთის პრემიერის ვიზიტისას ვოლოდიმირ ზელენსკის კორტეჟზე თავდასხმის მცდელობაზე იუწყება

 საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. რუსეთმა ოდესა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს დაბომბა. ამის შესახებ ბერძნული გამოცემა Protothema წერს.

გამოცემის ინფორმაციით, რუსი სამხედროების სამიზნეს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის კორტეჟი წარმოადგენდა.

აფეთქება მოხდა მაშინ, როდესაც ის საბერძნეთის დელეგაციისგან 150 მეტრის მოშირებით იმყოფებოდა.

გამოცემის წყაროების ცნობით, საბერძნეთის დელეგაციიდან არავინ დაშავებულა.

“არანაირი პრობლემა არ არსებობს პრემიერ-მინისტრისა და ბერძნული დელეგაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით”, - განაცხადეს გამოცემასთან სამთავრობო წყაროებმა.

რუსების მხრიდან სარაკეტო დარტყმის მიუხედავად, ზელენსკისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ, კირიაკოს მიცოტაკისს შორის ოდესის პორტში შეხვედრა 45 წუთს გაგრძელდა.

interpressnews.ge