საზოგადოება
პაატა მანჯგალაძე: არჩევნებში ჩვენ 40%-მდე ავიღებთ

 საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, არჩევნებში ისინი 40%-მდე აიღებენ.

ჩვენ ავიღებთ 40%-მდე, თუ 10%-ს ეგენიც [ნიკა მელია და ნიკა გვარამია] აიღებენ, მოვსულვართ ხელისუფლებაში, მადლობა მათ. 40%-მდე რომ ავიღებთ იქიდან ვიცი, რომ 2018 წელს გიორგი ვაშაძემ „ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად აიღო 40% და ახლაც მინიმუმ ასე ავიღებთ”, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, რომ მსგავსი შედეგი არცერთმა საერთაშორისო კვლევამ არ აჩვენა, პაატა მანჯგალაძემ უპასუხა, რომ 2018-ში 17%-ს უწერდნენ და 40% მიიღეს, ახლა კი უფრო მეტს უწერენ.