საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: ადამიანს, რომელსაც ოცნებაც კი არ შეეძლო, რომ პრეზიდენტი გახდებოდა, ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა მოკიდა ხელი და დასვა პრეზიდენტად, ახლა ის ჩართულია დესტრუქციული ძალის ფერხულში

 საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. საქმე გვაქვს ძალიან დიდ უბედურებასთან - ადამიანს, რომელსაც ოცნებაც კი არ შეეძლო, რომ პრეზიდენტი გახდებოდა, „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა მოკიდა ხელი და დასვა პრეზიდენტად, რამდენიმე წელიწადში ვხედავთ, როგორაა ჩართული დესტრუქციული ძალის ფერხულში,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში პარტიულ აქტივთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ძალიან მალე, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ვადა ამოეწურება, „მის მოღვაწეობაზე ქართველი ხალხი შესაბამის დასკვნას გააკეთებს“.

ყოველ კვირა ვისაუბრო კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტზე, ადამიანზე, არასწორია. სამწუხაროდ, საუბედუროდ, საქმე გვაქვს ძალიან დიდ უბედურებასთან - ადამიანს, რომელსაც წარმოდგენა და ოცნებაც კი არ შეეძლო, რომ პრეზიდენტი გახდებოდა და რომლის რეიტინგიც დაახლოებით 1% იყო, „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა მოკიდა ხელი და დასვა პრეზიდენტად. რამდენიმე წელიწადში ვხედავთ, როგორაა ჩართული სალომე ზურაბიშვილი დესტრუქციული, მტრული, ანტიქართული, ანტიეროვნული ძალის პოლიტიკაში, ფერხულში, მათთან კოორდინაციაში. სამწუხაროა, მაგრამ ქართველი ხალხი ძალიან მალე გამოიტანს შესაბამის გადაწყვეტილებას. ძალიან მალე დაუმთავრდება სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ვადა და ქართველი ხალხი შესაბამის დასკვნას გააკეთებს მის მოღვაწეობაზე“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.