უცხოეთი
იენს სტოლტენბერგი - ახლა უკრაინელების დანებების შესახებ საუბრის დრო არ არის, ეს უკრაინელებისთვის ტრაგედია იქნება, ყველა ჩვენგანისთვის კი საშიში

 საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. ახლა უკრაინელების დანებების შესახებ საუბრის დრო არ არის, - ასე გამოეხმაურა ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უკრაინის მიერ „თეთრი დროშის“ აღმართვის შესახებ რომის პაპის განცხადებას.

„ახლა უკრაინელების დანებების შესახებ საუბრის დრო არ არის. ეს უკრაინელებისთვის ტრაგედია იქნება. ასევე, ეს ყველა ჩვენგანისთვის საშიში იქნება“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის ერთადერთი გზა უკრაინის მხარდაჭერაა.

„ის, რაც მოლაპარაკებების მაგიდასთან ხდება, ბრძოლის ველზე არსებულ სიძლიერესთან არის დაკავშირებული. თუ ჩვენ მოლაპარაკებების გზით მშვიდობიანი, ხანგრძლივი გადაწყვეტა გვსურს, მაშინ ამის მიღწევის გზა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერით უზრუნველყოფაა“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

interpressnews.ge