საზოგადოება
ირაკლი მხეიძემ და ილია ღუდუშაურმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტები დატოვეს

 საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. ირაკლი მხეიძემ და ილია ღუდუშაურმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტები დატოვეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

ვინ დაიკავებს მინისტრის მოადგილეების თანამდებობებს, ამაზე უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ.

ამასთან, თამარ გაბუნია, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, ისევ ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.