საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: ის კანონპროექტი, რომელიც მიღებული იქნა და რომელსაც მერე ვეტო დაედო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, ემსახურება სწორედ ჩიხის დაძლევას

 საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. ის კანონპროექტი, რომელიც მიღებული იქნა და რომელსაც მერე ვეტო დაედო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, ემსახურება სწორედ ჩიხის დაძლევას. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ცესკოში უნდა დარჩეს ჩიხი, ეს არის მათი საქმე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩიხი უნდა იყოს დაძლეული და აქედან გამომდინარე, ვეტოც უნდა იყოს დაძლეული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე დადებულ ვეტოსთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, არსებული მდგომარეობა არის ერთგვარი ჩიხი და მხოლოდ ოპოზიციას შეიძლება სურდეს ასეთი მდგომარეობით არჩევნების ჩატარება.

რაც შეეხება ცესკოს, ცესკოსთან დაკავშირებით მარტივად არის საქმე. ერთგვარი ჩიხია შექმნილი ცესკოში, არის ცესკოს თავმჯდომარე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორი წევრი, რომლებსაც რეალურად 6 თვიანი ვადა გასული აქვთ უკვე წელიწადნახევარია, თუ არ ვცდები და მხოლოდ იმის გამო ინარჩუნებენ ისინი საკუთარ თანამდებობებს, რომ სხვა წევრები და თავმჯდომარე არ არიან დანიშნულნი. ეს არის ერთგვარი ჩიხი, ასეთი მდგომარეობით რა თქმა უნდა არ ივარგებს არჩევნების ჩატარება. შეიძლება მხოლოდ ოპოზიციას სურდეს ასეთი მდგომარეობით არჩევნების ჩატარება. ჩვენი მიზანია ამ ჩიხის დაძლევა და ის კანონპროექტი, რომელიც მიღებული იქნა და რომელსაც მერე ვეტო დაედო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, ემსახურება სწორედ ჩიხის დაძლევას. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ცესკოში უნდა დარჩეს ჩიხი, ეს არის მათი საქმე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩიხი უნდა იყოს დაძლეული და აქედან გამომდინარე, ვეტოც უნდა იყოს დაძლეული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.