საზოგადოება
ჯეიჰუნ ბაირამოვი: აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი საიმედო პარტნიორები არიან

 საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი საიმედო პარტნიორები არიან, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა ბაქოში თურქ და ქართველ კოლეგებთან სამმხრივ შეხვედრაზე გამოსვლისას განაცხადა.

ჩვენი თანამშრომლობა თამაშობს მნიშვნელოვან როლს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი არიან საიმედო პარტნიორები. ამას გარდა, ბოლო წლებში რეგიონში მომხდარი ისტორიული ცვლილებები არის აზერბაიჯანის მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ დონეზე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შედეგი“, – განაცხადა ბაირამოვმა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რეგიონში ახალი რეალობა მისი პოტენციალის გამოყენების ახალ პერსპექტივებს ხსნის.

როგორც ჯეიჰუნ ბაირამოვმა აღნიშნა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საერთაშორისო არენაზე განვითარებული მოვლენები სამმხრივი ფორმატის დროულობას და მნიშვნელობას ადასტურებს.

ჩვენი ბოლო სამმხრივი შეხვედრის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, როგორც გლობალურად, ისე რეგიონულად. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საერთაშორისო არენაზე განვითარებული მოვლენები ადასტურებს ჩვენი სამმხრივი ფორმატის დროულობას და მნიშვნელობას. იმ ფონზე, როდესაც უსაფრთხოება, სტაბილურობა და კეთილდღეობა არის მზარდი ზეწოლის ქვეშ მთელი რიგი გამოწვევების გამო, სულ უფრო მზარდია რეგიონული თანამშრომლობასა და გაერთიანებაზე მოთხოვნა. ეს უნიკალური ფორმატი სამივე ქვეყანას აძლევს საშუალებას, საერთო ინტერესების სფეროებში თანამშრომლობისგან საგებელი მიიღოს. ამავე დროს, ჩვენი თანამშრომლობა უკიდურესად ღირებულია რეგიონულ და გლობალური უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში წვლილის შეტანის კუთხით. აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო, როგორც საიმედო, სანდო და მდგრადი პარტნიორები და ნამდვილი ხიდების მშენებლები, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გეოპოლიტიკური არასტაბილურობის შედეგების შერბილებისკენ მიმართულ გლობალურ ძალისხმევაში“, – განაცხადა ბაირამოვმა.