პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი: ძალიან ვაფასებთ საქართველოს კონტრიბუციას ნატო-ს მისიებსა და ოპერაციებში

 საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.

სტოლტენბერგის თქმით, საქართველო არის ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორი.

ბატონო პრემიერო, მიხარია თქვენი ნახვა კიდევ ერთხელ. კარგია, რომ ახლა აქ ვარ. ეს ასახავს, რამდენად ღირებულია ჩვენთვის საქართველო-ნატო-პარტნიორობა, ასევე, მივესალმებით იმ ფაქტს, რომ რამდენიმე კვირის წინ ბრიუსელში იყავით, ახლა მე აქ ვარ, ეს ყველაფერი იმის მაჩვენებელია, რომ პარტნიორობის ფარგლებში ჩვენს შორის აქტიური პოლიტიკური დიალოგია. საქართველო არის ნატო-ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორი, ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს კონტრიბუციას ნატო-მისიებსა და ოპერაციებში. სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია. ნატო აგრძელებს რუსეთისთვის მოწოდებას, რომ უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ორგანიზებული არჩევნების ჩატარება სრულიად უკანონოა და რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები, ცალსახად, არც თავისუფალი იყო და არც გამჭვირვალე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.