საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა ხელშესახებ შედეგებს უნდა მოიცავდეს, მათ შორის უვიზო მიმოსვლას

 საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა ხელშესახებ შედეგებს უნდა მოიცავდეს, მათ შორის, უვიზო მიმოსვლას, რაც თავისუფლად შეიძლება გაკეთდეს.

ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან, აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრისას განაცხადა.

რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია პარტნიორობას ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები. რა შეიძლება იყოს ეს შედეგები, აღნიშნულზე არაერთხელ გვისაუბრია. ეს არის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, რისთვისაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის უვიზო მიმოსვლა, რაც თავისუფლად შეიძლება გაკეთდეს. ეს არის ავიარეისები. ბუნებრივია, ამ კუთხით პროგრესი იქნებოდა კონკრეტული მაგალითი, მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ხელშესახები გახდეს პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეებისთვის. იმედი მაქვს, ამ მიმართულებით პროგრესი გვექნება“, - აღნიშნა კობახიძემ.