საზოგადოება
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7060 ლარი გახდა

 საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7060 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7060 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7106 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0046 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9544 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.9383 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0161 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.