სამართალი
ირაკლი კობახიძე: სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა ის, რაც ყველამ კარგად იცის, რომ გვარამიას აქვს ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული

 საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა ის, რაც თავის დროზე დაადგინა ქართულმა მართლმსაჯულებამ. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ გვარამიას აქვს ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, მან ერთ-ერთ ტელევიზიას წაართვა 7 მილიონი.

ეს არის მარტივი პიარული ტრიუკი, რეალურად სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა ის, რაც თავის დროზე დაადგინა ქართულმა მართმსაჯულებამ. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ გვარამიას აქვს ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული, კერძოდ, მან ერთ-ერთ ტელევიზიას წაართვა, მოპარა 7 მილიონი. ეს არის მისი დანაშაულის შინაარსი. ეს არის მძიმე დანაშაული, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო მედიის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. ეს დადასტურდა საბოლოო ჯამში სტრასბურგის გადაწყვეტილებით, ვერავითარი პიარული ტრიუკი ვეღარ დაეხმარება გვარამიას იმაში, რომ ეს ლაქა ჩამოიწმინდოს“, - განაცხადა პრემიერმა.