საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. „აგენტების კანონის“ ხელახლა წარდგენა ნდობის სერიოზული დარღვევაა და ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან, - ასე ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში ხელახლა ინიცირებას.
“მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ სრულიად არასწორად გაუგია რაღაც: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იყო ნდობის გამოცხადება და არა ჯილდო. „აგენტების კანონის“ ხელახლა წარდგენა ნდობის სერიოზული დარღვევაა და ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან”, - წერს როთი.
ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში გუშინ ხელახლა დააინიცირეს.
interpressnews.ge