აქტუალური
დიმიტრი პესკოვი: რუსეთსა და ნატო-ს შორის ურთიერთობები ახლა პირდაპირი დაპირისპირების დონეზეა

 საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთსა და ნატო-ს შორის ურთიერთობები ახლა პირდაპირი დაპირისპირების დონეზეა.

მართლაც, ნატო-ქვეყნები, თავად ალიანსი უკვე უკრაინის კონფლიქტშია ჩართული. ნატო ჩვენი საზღვრებისკენ გადაადგილებას, ჩვენი საზღვრებისკენ სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოებას აგრძელებს“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის საუბარი ამჟამად არ იგეგმება.

პრეზიდენტი პუტინი დიალოგისთვის ღიაა. მას აქტიური საერთაშორისო დიალოგი აქვს მათთან, ვინც ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობების განვითარებით არის დაინტერესებული. პუტინი რთული, ზოგჯერ კი ძალიან რთული გლობალური და რეგიონული პრობლემების გადაჭრის ინტერესების ფარგლებში დიალოგისთვის ყოველთვის მზად არის. ამჟამად, უმაღლეს დონეზე კონტაქტი არ იგეგმება“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.