უცხოეთი
იემენელი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ ბრიტანეთის, აშშ-ისა და ისრაელის გემების მიმართულებით რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვეს

 საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. იემენელი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ მათ ბრიტანეთის, აშშ-ისა და ისრაელის გემების მიმართულებით რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვეს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

„ჰუსიტების“ სამხედრო სპიკერის, იაჰია სარის თქმით, ოპერაციები გასული 72 საათის განმავლობაში განხორციელდა, თუმცა მას თავდასხმების შესახებ მეტ დეტალზე არ უსაუბრია.

„როიტერი“ წერს, რომ დიდი ბრიტანეთი და აშშ ახორციელებენ საპასუხო დარტყმებს „ჰუსიტების“ წინააღმდეგ.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, მათ გასულ კვირას იემენელი „ჰუსიტების“ კონტროლირებად ტერიტორიაზე „მიწა-ჰაერის“ ტიპის სარაკეტო სისტემა გაანადგურეს. აშშ-ის ძალებმა ასევე ჩამოაგდეს უპილოტო საფრენი აპარატი წითელ ზღვაში. დაშავებულების ან დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

1tv.ge