უცხოეთი
ბენიამინ ნეთანიაჰუ - გამარჯვება რაფაჰში შესვლას და იქ ტერორისტების ბატალიონების ლიკვიდაციას მოითხოვს, ეს მოხდება - თარიღი არსებობს

 საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. გამარჯვება რაფაჰში შესვლას და იქ ტერორისტების ლიკვიდაციას მოითხოვს ,- ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„ეს გამარჯვება რაფაჰში შესვლას და იქ ტერორისტების ბატალიონების ლიკვიდაციას მოითხოვს, ეს მოხდება - თარიღი არსებობს“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამართული მოლაპარაკებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

„დღეს კაიროში გამართული მოლაპარაკებების შესახებ დეტალური ანგარიში მივიღე, ჩვენი მიზნების მისაღწევად მუდმივად ვმუშაობთ, უპირველეს ყოვლისა, ყველა ჩვენი მძევლის გათავისუფლებისა და „ჰამასზე“ სრული გამარჯვების მისაღწევად“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

interpressnews.ge