აქტუალური
გიორგი მარგველაშვილი: პროტესტის ტალღა უნდა აგორდეს, მოხდეს რადიკალიზაცია

 საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. მუდმივად მიმაჩნდა, რომ ოპოზიციას აქვს ზედმეტი დამოკიდებულება ჩვენს ძალიან პატივსაცემ პარტნიორებზე, მათთან უნდა ვითანამშრომლოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტაქტიკურ ნაბიჯებში მივყვეთ, რასაც გვეტყვიან საელჩოებში, ამოსავალი არის არათანამშრომლობა და დაპირისპირება რეჟიმთან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მარგველაშვილის თქმით, პროტესტის ტალღა უნდა აგორდეს, შემდეგ ეს მუხტი შენარჩუნდეს და მოხდეს რადიკალიზაცია.

მისივე თქმით, რამდენადაც არ უნდა სცადონ საერთაშორისო პარტნიორებმა, რომ სიტუაციის დამშვიდდეს, ეს შეცდომა დაშვებული აღარ უნდა იყოს.

თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვა თავისუფალ საზოგადოებაში არასდროს ჩერდება, რადგან როგორც კი ამ გზიდან ცოტა მაინც გადაუხვევ, ჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ, გახდნენ ტირანები. ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ამ მიმართულებით არიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები. მინდა, გავახსენო საზოგადოებას, ისეთი პრეზიდენტი, როგორიც იყო მამა ბუში, ჩავიდა უკრაინაში და უკრაინელ ხალხს უთხრა, რომ ისინი იყვნენ შეკრებილი ტოქსიკური ნაციონალიზმით. ეს ბუნდოვანება ჩვენთვის უნდა იყოს ნაკლებად მნიშვნელოვანი. რამდენადაც არ უნდა შეუშალონ ხელი, სიმშვიდისკენ, სიტუაციის დარბილებისკენ მოგვიწოდონ ჩვენმა პარტნიორებმა, რაც წლებია, გრძელდება, რა თქმა უნდა, კარგი განწყობით, ეს შეცდომა არ უნდა დავუშვათ. სხვათა შორის, ეროვნული მოძრაობის ლიდერებს მაშინ არ დაუშვიათ ეს შეცდომა. დღესაც რაც არ უნდა მცდელობა იყოს, ის ტალღა, რომელიც ასე წარმატებულად დაიწყო, ვერ დამშვიდება. ვერ მოხდება კიდევ ერთხელ ამ მუხტის დაგდება, რაც შარშან იყო. შარშან ვამბობდი, პოლიტიკური ალღოთი ვგრძნობდი, რომ ეს ასე არ უნდა დამთავრებულიყო, არ შეიძლებოდა ამის ასე დამშვიდება და დამთავრება, თუმცა დიდი მცდელობის შედეგად ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გადაგორდა. მე არ მოველოდი, რომ მუხტს ასე აქტიურად დააგდებდნენ და ეს ყველაფერი გადავიდოდა მშვიდ რეალობაში მაშინ, როცა ასე კარგად იყო აწეული“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

ამასთან, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღეს მუხტის დაგდება არის აბსოლუტურად დანაშაულებრივი და არჩევნების წაგების ტოლფასი.

ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ მის ერთ-ერთ განცხადებაზე, რომელიც გასულ წელს გააკეთა სიტუაციის რადიკალიზაციასთან დაკავშირებით, ოპოზიციის ლიდერებს ერთ-ერთ საელჩოში განუცხადეს, რომ მსგავსი განცხადებები მიუღებელია.

შარშან რომ გამოვდიოდი ამ მოწოდებით, ოპოზიციის ლიდერები ისე რიხიანად დამესხნენ თავს, ახლა დიალოგის დროა, გასაგები იყო, რა ემოციაც ჰქონდა ბევრ მათგანს. დღეს ამ მუხტის დაგდების ტენდენცია თუ წავა, არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არის პოლიტიკის ანაბანა. ჩვენი პარტნიორები შეეცდებიან, რომ, მოდით, სიმშვიდისკენ მოვუწოდოთო. ჩვენ ამ მუხტს ვიწყებთ და ვამთავრებთ არა საკომიტეტო მოსმენებში, არამედ ვამთავრებთ არჩევნებზე მოგებით ან არადა, ვაღრმავებთ საბჭოთა საქართველოს რეალობას. გამოსავალი არის მაქსიმალური რადიკალიზაცია და საკითხებისთვის თავის სახელის დარქმევა. ეს არ არის ყოველთვის ქუჩა, ეს არის არათანამშრომლობა. ჩვენ გვაქვს გამოცდილება ეროვნული მოძრაობის, რომლის მთავარი თემაც იყო არათანამშრომლობა და დაპირისპირება რეჟიმთან. ეს არის ამოსავალი. მე მუდმივად მიმაჩნდა, რომ ოპოზიციას აქვს ზედმეტი დამოკიდებულება ჩვენს ძალიან პატივსაცემ პარტნიორებზე, მათთან უნდა ვითანამშრომლოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტაქტიკურ ნაბიჯებში მათ უნდა მივყვეთ და იმას, რასაც გვეტყვიან საელჩოებში. ერთ მაგალითს გეტყვით, ერთ-ერთ საელჩოში დაიბარეს ოპოზიციის ლიდერები და ჩემს განცხადებებზე, რომ უნდა მოვახდინოთ პროცესის რადიკალიზაცია, მკვეთრად უთხრეს, მიუღებელია ეს პოზიციაო“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

რატომ გაგიკვირდათ? როინ ქოჩორაშვილი „ნაცია“, რა არის ამაში პრობლემა? ჩემზე უკეთ იცით, რომ როინ ქოჩორაშვილი არის „ნაცი“, გახარიას პარტიის წარმომადგენელი. რატომ გიკვირთ ეს?“, – აღნიშნა კახა კალაძემ.